ზოგადი ინფორმაცია

generalinformation-bigსს “ინვესტბანკი” დაარსდა2003 წლის ივლისში. იგი ერთ-ერთი ახლადშექმნილი ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში. ინვესტბანკისათვის 2003 წლის სექტემბერში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაიცა საბანკო საქმიანობის ლიცენზია, რის შემდეგაც მან ყველა საბანკო ოპერაციისა და მომსახურების წარმოების უფლება მიიღო.

ბანკი რეგისტრირებულია მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოში. რეგისტრაციის ნომერი: 06/5-42, თარიღი 22 /06/ 2003. საბანკო ლიცენზია: №241. საიდენტიფიკაციო კოდი: №204447349

ინვესტბანკი ქართულ ფინანსურ ბაზარზე პოზიციონირებულია, როგორც თანამედროვე, შედეგზე ორიენტირებული, უნივერსალური ბანკი, რომელიც იყენებს ყველა უახლეს საბანკო ტექნოლოგიას და თავის კლიენტებს მაღალი ხარისხის მომსახურებას უწევს.

ბანკი დაარსების დღიდანვე ორიენტირებულია კორპორაციულ კლიენტებთან კავშირების განვითარებაზე, უპირველეს ყოვლისა, მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებაზე, აგრეთვე მსხვილი ბიზნესის მომსახურებაზე. ამავდროულად, ბანკი ანვითარებს თავის საქმიანობას საცალო სერვისების სეგმენტშიც, ახორციელებს ფიზიკურ პირთა დაფინანსებასა და ანაბრების მოზიდვას.

ინვესტბანკი თავისი მომსახურებების ხარისხისა და საიმედო პარტნიორების მეშვეობით ცდილობს, მოიპოვოს კლიენტთა ნდობა და საიმედოობისა და სტაბილურობის ასპექტში საბანკო სექტორის ლიდერად იქცეს.

საბანკო მოღვაწეობის პერიოდში ბანკი გახდა:

საქართველოს ბანკების ასოციაციის წევრი;
VISA International-ის ასოცირებული წევრი;
საერთაშორისო ბანკთაშორისი ანგარიშსწორების სისტემის SWIFT INTERNATIONAL-ის წევრი;
სწრაფი ფულადი გზავნილების სისტემის, Western Union-ის წევრი;
სწრაფი ფულადი გზავნილების სისტემის, Contact-ის წევრი;
სწრაფი ფულადი გზავნილების სისტემის, Caspian Money Transfer-ის წევრი;
რეალური დროის რეჟიმში ეროვნულ ვალუტაში ანგარიშსწორების სისტემის (RTGS) წევრი;
თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის წევრი
კრედიტინფოს წევრი
ბლუმბერინგის საინფორმაციო და სადილინგო სისტემის წევრი

ინვესტბანკი უნივერსალური ბანკია

ბანკი თავის კლიენტებს უწევს მრავალმხრივ მომსახურეობას:

-ბიზნეს და სამომხმარებლო სესხები
-ინვესტიციები
-დეპოზიტები
-პლასტიკური ბარათები (ვიზა გოლდი, კლასიკი, ელექტრონი)
-დოკუმენტური ოპერაციები: აკრედიტივი, საბანკო გარანტია
-ვალუტის გადახურდავება
-დისტანციური საბანკო მომსახურება/ ინტერნეტ-ბანკინგი.
-საერთაშორისო და ადგილობრივი ფულადი გადარიცხვები
-სწრაფი გადარიცხვები
-და სხვა.
პროდუქცია ძირითადად განკუთვნილია კორპორატიული კლიენტებისათვის რომლებიც ბანკის ერთგულნი არიან. ამავე დროს ბანკი პროდუქციას ქმნის საცალო სეგმენტისათვისაც, ინვესტბანკი ძირითადად ორიენტირებულია კლიენტის მომსახურეობაზე, ის დიდ ყურადღებას უთმობს კლიენტებს და დეტალურად ითვალისწინებს მათ მოთხოვნილებებს.