ჩვენი მისია და მიზნები

OurMission-bigინვესტბანკის მისია შექმნას ძლიერი, მდგრადი და საიმედო ფინანსური ინსტიტუტი კოლექტიური მუშაობით, კლიენტების, ბიზნეს პარტნიორების და დაინტერესებული პირების მხარდაჭერით.
ბანკის დაფუძნების და მისი განვითარების სტრატეგიის განსაზღვრისას, ინვესტბანკის ხელმძღვანელობამ მიზნად დაისახა შეექმნა მოქნილი და დინამიური საბანკო ინსტიტუტი, რომელიც მთლიანად აკმაყოფილებს ადგილობრივი და უცხოელი მეწარმეების და ფიზიკური პირების მოთხოვნებს, უზრუნველყოფს ცივილიზებულ და ხელსაყრელ გარემოს საქმიანობებისთვის.

ინვესტბანკი ახორციელებს საქმიანობას შემდეგი მიზნების მიღწევის მიზნით:
  • დაიცვას დაინტერესებული პირების და კლიენტების ბიზნეს ინტერესები
  • დააკმაყოფილოს და ორიენტირება მოახდინოს კლიენტის მოთხოვნებზე
  • შეინარჩუნოს მაღალი ხარისხის საბანკო მომსახურების დონე ფინანსურ ზრდასთან ერთად
  • უზრუნველყოს მომსახურების ხარისხი და ბანკის მდგრადობა
  • უზრუნველყოს ფინანსური საიმედოობა და სტაბილური განვითარება
  • დააკმაყოფილოს მოთხოვნის დონე ბანკის მართვის და შიდა კონტროლის მექანიზმებში.
  • აწარმოოს გამჭვირვალე საბანკო ოპერაცია საერთაშორისო სტანდარტების და გამოცდილების შესაბამისად.