საჭირო დოკუმენტები

დოკუმენტთა ჩამონათვალი, რომელიც საჭიროა რეზიდენტი იურიდიული პირებისთვის ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში ანგარიშების გახსნისთვის.
  • განაცხადი ანგარიშის გახსნისთვის ბანკის ფორმატის საფუძველზე.
  • შესაბამისი საგადასახადო უწყების მიერ რეგისტრაციის თარიღის შემდეგ გაცემული ბრძანება ან სასამართლო ნებართვა (ორიგინალი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი).
  • ამონაწერი რეესტრიდან (ორიგინალი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი).
  • გადასახადის გადამხდელის ასლი, საიდენტიფიკაციო ნომერთან ერთად (ნოტარიულად დამოწმებული ასლი).
  • დამოწმებული ხელმოწერის ნიმუში (ნოტარიულად დამოწმებული ან ორიგინალი).
  • შეტყობინება ანგარიშის გახსნაზე საბანკო დაწესებულებებში შესაბამისი საგადასახადო უწყებისთვის და მათ მიერ ხელმოწერით და კომპანიის ბეჭდით დამოწმებული ორიგინალი.
  • ხელშეკრულება საბანკო ოპერაციაზე, უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერითა და კომპანიის ბეჭდით.

საჭირო დოკუმენტები

დოკუმენტების ჩამონათვალი ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში ანგარიშების გახსნისთვის არარეზიდენტი ირუიდიული პირებისთვის.
  • უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერით და კომპანისი ბეჭდით დამოწმებული ანგარიშის გახსნის განაცხადი.
  • ლეგალიზებული კომპანიის ორიგინალი მუხლები ან ნოტარიუსის მიერ დამოწმებული და აპოსტილირებული ასლი.
  • აპოსტილირებული განცხადება მათი ქვეყნის სავაჭრო რეესტრიდან; და თუ ეს დოკუმენტი არ არსებობს, საჭიროა სხვა აპოსტილირებული დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს კომპანიის სტატუსს.
  • იურიდიული პირის დამფუძნებელი პარტნიორების გადაწყვეტილება უფლებამოსილი პირის დანიშვნის შესახებ (ნოტარიუსის მიერ დამოწმებული და აპოსტილირებული) ან დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ხელმომწერი პირის წარმომადგენლობით უფლებამოსილებას (დამოწმებული ნოტარიუსის მიერ და აპოსტილირებული). • დამოწმებული ხელმოწერები – ნოტარიუსის მიერ დამოწმებული ნიმუშები (აპოსტილირება საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ დამოწმება განახორციელა უცხოელმა ნოტარიუსმა).
  • უფლებამოსილი პირების პასპორტები (როდესაც ასლი არის წარმოდგენილი, ის უნდა იქნას დამოწმებული ნოტარიუსის მიერ და თუ ნოტარიუსი არ არის რეზიდენტი, დოკუმენტი ასევე უნდა იყოს აპოსტილირებული).
  • საბანკო ოპერაციების შესრულების ხელშეკრულება, დამოწმებული უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და კომპანიის ბეჭდით.

ყველა დოკუმენტი უნდა ითარგმნოს ქართულ ენაზე და დაამოწმოს ადგილობრივმა (საქართველოს) ნოტარიუსმა.