სვიფტი

სს ინვესტბანკი იყენებს პროგრამულ უზრუნველყოფას და უნივერსალური გიგანტის, ინდუსტრიის ლიდერის სვიფტის ტექნიკურ ბაზას, უცხოურ ვალუტაში გადახდის თანხების გადარიცხვის და მიღების მიზნებისთვის.

ზემოხსენებული სისტემა ხასიათდება, როგორც ყველაზე უსაფრთხო, საიმედო, და სწრაფი სისტემა. სვიფტი შექმნა 15 ქვეყნის ბანკმა 30 წლის წინ, როდესაც წარმოიქმნა ტელექსის ავტომატიზაციის საკითხი.

ჩვენს ბანკს კავშირი აქვს მის საკორესპონდენტო ბანკებთან სვიფტის მეშვეობით, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციის გაცვლას უმაღლეს დონეზე.

საკომისიო მოსაკრებელი შეადგენს თანხის 0.2%-ს, მინიმუმ 20 აშშ დოლარს / ევროს

სვიფტი

ფულადი სახსრების ინკასაცია

სს ინვესტბანკი გთვაზობთ ფულადი სახსრების საინკასაციო მომსახურებას თბილისის ფარგლებში, ასევე მთელ საქართველოში.

ინვესტბანკის ფულადი სახსრების ინკასაციის სამსახურის მეშვეობით, თქვენ შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ ფულად გადარიცხვებთან დაკავშირებული რისკები და მნიშვნელოვნად შეამციროთ ფულადი გადარიცხვის დრო.

ტარიფები ფულადი სახსრების საინკასაციო მომსახურებისთვის.

ფულადი სახსრების ინკასაცია თბილისის ფარგლებში 0.2%, მინიმუმ 30 ლარი. ფულადი სახსრების ინკასაცია თბილისის ფარგლებს გარეთ შეთანხმებისამებრ.

ფულადი სახსრების ამკრეფები სერთიფიცირებულნი არიან საქართველოს ეროვნული ბანკის სალარო ოპერაციების განყოფილების მიერ. ჯგუფი აღჭურვილია ყველა საჭირო სპეციალური ინვენტარით. ფულადი სახსრების ამკრეფები რეგულარულად გადიან სასწავლო კურსებს. ფულადი სახსრების ინკასაციისთვის გამოიყენება ბოლო მოდელის ბრონირებული ავტომობილი.